სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საშინელი ავარია კახეთში - 3 დაღუპული და 5 დაშავებული

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში. გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ვარია უჯარმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორივე მძღოლი და ერთ მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა 2 მცირე წლოვანი ბავშვი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო პუნქტში გადაიყვანა, ერთ ერთ მათგანს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობა. ორივე ბავშვი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100