ევაკუაცია თბილისის სკოლებში

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 53- საჯარო სკოლაში და ბაქოს ქუჩაზე მდებარე 24- საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია 112 შევიდა. მისივე თქმით, ზარის ავტორის ვინაობა დგინდება. წინასწარი ინფორმაციით, სამივე სკოლაში ბომბის შესახებ ერთი და იმავე პირმა დარეკა.
დღესვე, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე #21 საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. ბარნოვის ქუჩაზე მდებარე 21-ე საჯარო სკოლაში სამართალდამცავები მუშაობენ. სკოლის შენობიდან ამჟამად მოსწავლეები ევაკუირებული არიან.


კომენტარი