პატრულის 5 ესკორტი ერთ გამოძახებაზე, რა მოხდა ახალაიას პროკურორის სახლთან?

ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი: მოკლედ მეგობრებო მატყუარა პროკურორ რევაზ ნადოის (ვითომ შეუძლოდ რომ გახდა და პროცესებზე არ გამოცხადდა) მისამართი მოვიპოვე, დავადექით სახლში და გარეთ დაგვხვდა შორტებით და შლოპანცებით პორშეს ათვალიერებდა (ალბათ იმდენი პრემია მიიღო ყიდვას აპირებს), როგორც კი დაგვინახა ეგრევე ვირთხასავით შეძვრა სახლში, გამოვიდა ვიღაც ქალი და წნევა აქვს და ცუდად არის, ფეხზე ვერ დგებაო. აბა ეს ვინ იყო მეთქი, მისი ძმა იყოოო :)))) უცებ მოვიდა 5 პატრულის მანქანა და 4 ოპერატიული დაბურული მინებით, მიაყენეს სახლთან, უნდოდათ გაეპარებინათ, მივადექი ვიდეო კამერით, უცებ პატრული იძახის ახალაიას ცოლი მოდისო და ჩახტა ყველა მანქანაში და გაიქცა

კომენტარი