სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალდიდობა სამეგრელოში

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ და სანიაღვრე არხმა ზუგდიდის რაიონის სოფელი განმუხური და ხობის რაიონის სოფელი ჭალადიდი დატბორა.

წყალი ადგილობრივ მოსახლეობას ეზოებსა და საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა. განადგურდა ნათესები და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოსახელობა დახმარებას ითხოვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100