სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის დაიწყება საქართველოში ზაფხულისთვის შესაფერისი ამინდები?

ივლისის ბოლომდე საქართველოში გრილი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მონაცემებით 26 ივლისს, ღამით აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. 28 ივლისს, სინოპტიკოსები, ძლიერ წვიმას ქვეყნის უმეტეს რაიონში პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში 18-23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 21-26 გრადუსი იქნება. იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარე 10-15 მეტრი წამში, პერიოდულად კი 20 მეტრი წამშიც იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში, კახეთსა და მაღალმთაში შესაძლოა იყოს სეტყვაც. წვიმის ნალექი 29 ივლისის ღამითაცაა მოსალოდნელი. გრილი, მოღრუბლული ამინდი 30 ივლისსაც შენარჩუნდება. 31 ივლისიდან კი ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შედარებით მოიმატებს და აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100