სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინციდენტი დინამო არენასთან და სამი დაკავებული

"დინამო არენასთან" გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო, სამართალდამცველებმა ახალგაზრდული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" სამი აქტივისტი დააკავეს. დაკავებულები არიან ირაკლი ჩხირკვაია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადავიდნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს. ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათი პროტესტი უკავშირდება გუშინდელ თამაშზე რუსი დეპუტატების ყოფნას. "საქართველოს ზოგი მოქალაქე დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით ამბობდა, რომ სპორტი განსხვავდება პოლიტიკისგან, თუმცა, ჩვენ გვაინტერესებს, თუ პოლიტიკისგან განსხვავდება, რატომ იყვნენ მატჩზე რუსეთის დუმის დეპუტატები, რატომ არის, რომ მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი არის რუსეთის ამჟამინდელი გენერალი. ჩვენ გვაქვს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს აქ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ლანძღავენ", _ აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100