სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა აჩუქეს აფხაზებმა ჟერარ დეპარდიეს?

ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. დეპარდიე მარიონეტული რეჟიმის .. პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. აფხაზეური მედიის ცნობით, "პრეზიდენტმა" შეხვედრისას აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ფრანგულ კინოს და ცნობილი ფრანგი მსახიობების შემოქმედებას, მათ შორის არის ჟერერ დეპარდიე.

თავის მხრივ, ჟერარ დეპარდიემ აღნიშნა, რომ მას სმენია აფხაზეთის ომის შესახებ, ხოლო აფხაზეთის შესახებ პირველად სანკტ-პეტერბურგში, წლების წინ აფხაზეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას გაიგო.

დეპარდიემ აფხაზეთის ბუნების უნიკალურობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აქ ტურიზმის განვითარების დიდი შესაძლებლობებია.

ანქვაბმა ასეთი დონის მსახიობის სტუმრობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. "ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ საფრანგეთს, თქვენ კი ძალიან ცუდად გვიცნობთ. იმისათვის, რომ საფრანგეთმა აფხაზეთი გაიცნოს, მნიშვნელოვანია თქევნი აქ სტუმრობა",-განაცხადა ანქვაბმა შეხვედრაზე.

მან დეპარდიეს საჩუქრად მონეტები გადასცა, რომელზეც აფხაზეთის ეკლესიებია გამოსახლული.
ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟერარ დეპარდიემ სოხუმის ქუჩებში გაისერნა და მოსახლეობას გაესაუბრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100