სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ დაკავებული ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები აქციას მართავენ.

"ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. დავდგეთ სიმართლის გვერდით," – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქცია ქუთაიში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოს შენობასთან, 17:00 საათზე არის დაგეგმილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100