სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხელისუფლებას

საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს.

ომბუდსმენი მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული რეგულაციების რევიზია, დახვეწა და განახლება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი ცხოვრების ყველა სფეროში ჰქონდეთ თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და აღნიშნული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2013 წელი საქართველოში გამოცხადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად.

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური ინფრასტრუქტურით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი სარგებლობისთვის პირობების შექმნას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100