თელავში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა
თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა. ხანძრის შედეგად რვა ოჯახი თავშესაფრის გარეშე დარჩა.
დაზარალებულების თქმით, ხანძრის
შედეგად მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ცეცხლის ჩაქრობას ნაფარეულისა და თელავის სახანძროს სამი ბრიგადა ორი საათის
განმავლობაში ცდილობდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებზე მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოწვია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელიც. ზურაბ ყურაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს დროებითი თავშესაფრებით დააკმაყოფილებს.
მსგავსი სიახლეები
„ბიზნეს ამქარი“ - აკადემიური სექტორ...
14:58 22.02
თიბისის მობაილბანკს ინოვაციური ფუნქ...
12:34 22.02
„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერ...
18:00 21.02
"შარლი ებდო" მონაგონი იქნება" - პრე...
16:02 21.02
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასტ...
16:08 21.02
თიბისის თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფა...
14:36 21.02
კომენტარი