ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი სეხნიაშვილების ოჯახი

სიღნაღში აღმაშენებლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად სეხნიაშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. მათ სახლიდან ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს.

შენობის 2 სართული მთლიანად დაიწვა. დაზარალებული ოჯახი მეხანძრეებს დაგვინებაში ადანაშაულებს თუმცა ამ ბრალდებას უარყოფენ სახანძრო სამსახურში. ცეცხლი თავდაპირველად სავარაუდოდ სადენებიდან სახლის სახურავს მოედო რის შემდეგაც მთელს შენობაზე გავრცელდა.

კომენტარი