არასამთავროები კახა კალაძეს უპირისპირდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს უპირისპირდებიან. ისინი თვლიან, რომ ქვეყანაში მიმდინარე ჰესების მშენებლობები საფრთხეს უქმნის მრავალ სოფელსა და მათ მოსახლეობას.
ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს.

გარემოს დამცველებმა მარტის თვეში ხდის ხეობაში ჰესის აშენებაზე უარყოფითი დასკვნა დადეს. ამ დასკვნიდან მოკლე ხანში კალაძე ჩავიდა ყაზბეგში და ჰესის მშენებლობაში მონაწილე მუშებს შეხვდა და დადო პირობა, რომ ხდის ხეობაში ჰესი ყველაფრის მიუხედავად აშენდება.

ჰესებთან დაკავშირებით ყაზბეგის მოსახლეობამ საგანგებოდ მიმართა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს. მოხევეები პატრიარქს სთხოვენ დაეხმაროს ხდის ხეობის გადარჩენაში.

კომენტარი