სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხანძარი ოზურგეთში

ხანძარი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში - გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ჩაის პლანტაციებს და დაბა ლაითურში ახლახან გაშენებულ ნაძვნარს გაუჩნდა.

ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ადგილობრივი სახანძრო სამსახურის გარდა, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც მონაწილეობდნენ.

სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი ჩავიდა ბათუმიდანაც. ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100