სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისთვის

ბრალდებულია ქუთაისის სიყვარულისთვის - ამ სახელწოდების აქცია - იმიტირებული სასამართლო პროცესი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.

კულტურის სასამხურის უფროს თემურ ცამციშვილს ბრალი დასდეს ქუთაისში დღემდე განხორციელებული პროექტებისთვის, მათ შორის საუბარია ორმაისობაზე, ქუთაისობაზე ჩატარებულ თეატრალურ ფესტივალზე და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე.

ცენტრალურ მოედანზე გამართულ იმიტირებულ პროცესზე მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.

გამოძიება ქუთაისის კულტურის სამსახურის უფროსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, თემურ ცამციშვილმა სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს თანხები უკანონოდ მიითვისა. პროცესი ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100