გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა

ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 10%-ით შემცირებული გაზის ტარიფით საქართველოს მოსახლეობა დღეიდან ისარგებლებს.
"დაწყებულია ყველა იმ დანაპირების შესრულება, რომელიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას წინასაარჩევნოდ მისცა და ჩვენ აუცილებლად ყველა დანაპირებს შევასრულებთ", - აღნიშნა კახი კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, ტარიფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ამონაგების ხარჯზე შემცირდა და იგი სადისტრიბუციო კომპანიას ბუნებრივ აირს 5 თეთრით ნაკლებ ფასად მიაწვდის.

კომენტარი