სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემურ ჩხეიძემ ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი დატოვა

ტოვსტონოგოვის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჩხეიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება, მან განცხადება რუსეთის კულტურის მინისტრის ვლადიმირ მედინსკის სახელზე უკვე დაწერა. გადადგომის მიზეზები უცნობია.
როგორც მოსალოდნელია, რუსეთის კულტურის სამინისტრო უახლოესი ორი თვის განმავლობაში თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობას დაასახელებს. თემურ ჩხეიძე დიდი დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას 2007 წლიდან იკავებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100