სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" აქტიურობას სოციალურ ქსელში განაგრძობს (R)

სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფმა", მომხმარებელთან კიდევ უფრო დასაახლოებლად, Facebook-ზე საკუთარი გვერდი გახსნა. სოციალურ ქსელში კომპანიის ინტეგრირება ხელს შეუწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის პოპულარიზაციას, საზოგადოების სწორ ორიენტირებას დაზღვევის საკითხებში და, რაც მთავარია, მოსახელობის გათვითცნობიერებას აღნიშნულ სფეროში.

Facebook-ის გვერდის მომხმარებლებს მარტივად შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა დაზღვევასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, მიიღონ რჩევები საკუთარ სადაზღვევო გეგმებთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, შეეძლებათ დატოვონ კომენტარები და შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტების შესახებ. "აი სი ჯგუფის" გვერდზე დამატებით იმოქმედებს სადაზღვევო აგენტის გამოძახების და პირადი სადაზღვევო სქემის განხილვის მოდულები.

გარდა ინფორმაციული მიმართულებისა, ახალ გვერდს გასართობი სახეც ექნება. "აი სი ჯგუფის" გვერდზე http://www.facebook.com/ICG.Insurance ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება.

ipn.ge

კომენტარი