სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი - მაჩვენებლები, რაზეც ვისაუბრეთ, სტატისტიკის სამსახურმა დაადასტურა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მაჩვენებლები, რაზეც მან პრეზენტაციაზე ისაუბრა და რომელსაც უარყოფდა საქართველოს მთავრობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2012 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით დადასტურდა.


ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ, ოფიციალაურ გვერდზე წერს.


"უახლოეს მომავალში სავარაუდოდ გამოქვეყნდება სხვა მონაცემებიც, როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხებისა და დეპოზიტების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე დაემთხვევა ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს საგანგებო მუშაობის რეჟიმზე და მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული საბიუჯეტო კრიზისი",-წერს ვანო მერაბიშვილი.
რაც შეეხება სტატისტიკის სამსახურის მაჩვენებლებს, ვანო მერაბიშვილი აქცენტს ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიური დინამიკის აბსოლუტურ მაჩვენებლებზე აკეთებს.


სტატისტიკის ცხრილში მოყვანილია, რომ 2012 წლის ნომბერში ექსპორტის კუთხით მაჩვენებელი მინუს 2,3%, ხოლო დეკემბერში –მინუს 21,5% იყო. რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წლის ნოემბრის თვის მაჩვენებელია მინუს 4,5%, დეკემბერში კი, მინუს 8,5% დაფიქსირდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100