ევროპაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სტატისტიკური მონაცემების თანახმად ევროპაში უმუშევრობის დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

დაუსაქმებელი მოსახლეობის რიცხვი 2012 წელს 11,8%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში უმუშევრობის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლავთ. საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნების 26 მილიონი მოსახლე უმუშევარია, რაც შრომისურანი მოსახლეობის 10,7%-ს შეადგენს.

უცხოური მედიის ცნობით ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ახალგაზრდები დააზარალა. 25-წელზე დაბალი ასაკის ევროპელების თითქმის ერთი მეოთხედი დაუსაქმებელია.

უმუშევრობის კუთხით, ევროკავშირის ყველაზე პრობლემურ ქვეყნებად საბერძნეთი და ესპანეთი დასახელდნენ.

აღნიშნულ მონაცემებს ანალიტიკოსები არ გაუოცებია, ისინი განმარტავენ, რომ ევროპა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და უმუშევრობის ზრდა მოსალოდნელიც იყო. ექპერტების პროგნოზით უმუშევრობა 2013 წელსაც გაიზრდება.

კომენტარი