სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 1400 დოლარს გადააჭარბა. მსოფლიოს ძირითადი ვალუტების რყევების ფონზე ინვესტორები თანხების ოქროში დაბანდებას ამჯობინებენ.
სდფგსდგსდფგ
მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის რეკორდულ ზრდას საქართველოში გაყიდვების განახევრება მოჰყვა. ეს ფაქტი ოქროთი მოვაჭრე კომპანიების ნაწილის გაკვირვებასაც იწვევს. Mმეტიც, სიტუაცია იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ, მათი თქმით, მიმდინარე წლის სტატისტიკა გასული წლებისაგან რადიკალურად განსხვავდება.
სდფგსდგსდფგ
მაღაზიათა ქსელების წარმომადგენლების დაკვირვებით, თუკი გასულ წლებში, მაგალითად ნოემბრის თვეში, გაყიდვების მაჩვენებელი ივლისთან შედარებით მაღალი იყო, წელს პირიქითაა. მათი თქმით, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, მომხმარებელი ოქროს ნივთის შეძენის უფლებას თავს იშვიათად აძლევს. ასეთ შემთხვევაშიც ეს აუცილებლობითაა გამოწვეული და არა იმ მოტივით, რომ ოქროში დანაზოგი გააკეთოს.
სდფგსდგსდფგ
ოქროზე ფასის გაზრდამ გაყიდვები გაანახევრა ოქროს ბირჟაზეც, სამაგიეროდ, გაიზარდა ოქროს ჩამბარებელთა რიცხვი. მაღალი ფასის გამო ოჯახიდან ოქროს ნივთები სულ უფრო მეტ ადამიანს გამოაქვს. დღეს „ოქროს ბირჟაზე“ გრამი ოქროს ღირებულება საშუალოდ 42–43 ლარია.
სდფგსდგსდფგ
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი ოქროს არ ენდობა. „თიბისი“ ბანკის მენეჯმენტის განცხადებით, აქ არსებული „ოქროს ანაბარი“, რომლის საპროცენტო განაკვეთი სწორედ მსოფლიოში ოქროს ფასის გაძვირება–გაიაფებაზეა მიბმული, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მათი თქმით, ბანკმა ამ ანაბრის შექმნის გადაწყვეტილება 2008 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ოქროზე ფასმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და დღეს „ოქროს ანაბარი“ ყველაზე მოთხოვნადი ანაბარია.
სდფგსდგსდფგ
ოქროს და საიუველირო ნაკეთობების ერთადერთი ადგილობრივი მწარმოებელი "ზარაფხანა" კი გარკვეული პრობლემების წინაშეა. Pპროდუქციის ექსპორტის მხრივ მას შეფერხებები აქვს, რასაც კომპანიის მენეჯმენტი მუშახელის სიძვირეს უკავშირებს, რაც, საბოლოოდ, ნაკეთობის ფასსაც ზრდის და ბაზარზე კონკურენციას ვერ უწევს სხვა მწარმოებლებს, რომლებიც მაგალითად ჩინელ და ინდოელ იაფ მუშახელს იყენებენ და, შესაბამისად, დაბალი შრომითი ხარჯები და დაბალი ფასები აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100