ცნობილია iPhone 5-ის პრეზენტაციის თარიღი (ვიდეო)

კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონი, რომლის სახელწოდებაც iPhone 5 გახლავთ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი 12 სექტემბერს, სან-ფრანცისკოში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში გახდება.

კომპანიის მიერ გაგზავნილ მოსაწვევ ბარათებში კონკრეტულად არის მითითებული ცერემონიალის ჩატარების მიზეზი. ეს ყოველივე ახალი iPhone 5-ის საზოგადოებისთვის გასაცნობად ტარდება.

აღნიშნული ბრენდის კლიენტები მრავალ სიახლეს ელიან. მათ სურთ ახალი სმარტფონი შედარებით დიდ ეკრანსა და თხელ კორპუსს ფლობდეს. კომპანიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ საზოგადოებას იმედებს არავითარ შემთხვევაში არ გაუცრუებენ.

ყველაფერთან ერთად სექტემბერში პლანშეტური კომპიუტერის iPad Mini-ის პრეზენტაციაც იგეგმება. როგორც ცნობილია, iPhone5 წარმოებაში 21 სექტემბრიდან ჩაეშვება.

კომენტარი