სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში ორი ახალი ბრენდი შემოდის

ბათუმში ორი ახალი სასტუმრო ბრენდი შემოდის. კომპანიები "პორტო ფინი" და "ენვილ ბათუმი" ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ორ სასტუმრო კომპლექსს ააშენებენ.

თითოეული სასტუმრო დაახლოებით 150-ნომრიანი იქნება, რომლისთვისაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდები ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორცილებენ.

ხელშეკრულება შპს" ენვილ ბათუმსა" და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უკვე გაფორმდა, რომლის თანახმად, კომპანია მშენებლობას ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში დაიწყებს და 36 თვის ვადაში დაასრულებს.

ქართული მხარის კიდევ ერთი მოთხოვნაა, რომ ინვესტორმა პროექტის დასრულებისა და სასტუმროების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების 90 პროცენტი დაასაქმოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100