იაპონელებმა ადამიანის სახის 3D-ნიღაბი გამოიგონეს

იაპონიაში კომპანიამ REAL-f დაიწყო ადამიანის სახის ნატურალური ზომის 3D-ნიღბების გამოშვება. ნიღბის დეტალები იმდენად ზუსტია, რომ მასზე კანისთვის დამახასიათებელი დეტალები მაქსიმალურადაა გათვალისწინებული, მაგალითად, სისხლის კაპილართა ქსელიც კი თვალის ქუთუთოებზე.

საკუთარ პროდუქციას კომპანია 3DFP-ს უწოდებს, რაც შეიძლება გაიშიფროს, როგორც „სამგანზომილებიანი ფოტოფორმა“. ასეთი შეიძლება იყოს არამხოლოდ სახე, არამედ თავი - მთლიანობაში: ნიღაბი მხოლოდ ნატურალურ ზომებში მზადდება.

იაპონელი გამომგონებლები ნიღაბს ფოტოებისგან ამზადებენ, რომლებიც აუცილებლად მათსავე სტუდიაში უნდა გადაიღონ. ერთი შეკვეთის დაზადებას კომპანია ორ კვირას უნდება. სახის 3D ასლის დამზადება 300 ათასი (დაახლ. 4.000 აშშ დოლარი) დაგიჯდებათ, თავის კი - 450 ათასი იენი.

კომენტარი