სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დალიე აბები და აღარ... გაჭაღარავდები

კომპანია “ლორეალის” ლაბორატორიამ გაჭაღარავების საწინაარმდეგო აბები შექმნა. “ლორეალის” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ აბებს არანაირი უკუჩვენება არ ექნება, რადგან ის ხილის ექსტრაქტებითაა დამზადებული. მწარმოებლები გვირჩევენ, რომ პრეპარატის მიღება თავზე პირველი ჭაღარის გამოჩენისთანავე დავიწყოთ. მათი მტკიცებით სასწაულმოქმედი პრეპარატის 1 აბის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში გაჭაღარავებისგან ღრმა სიბერემდე დავიზღვევთ თავს. ლორეალის ახალი პროდუქცია გაყიდვაში 2015 წელს გამოვა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100