აშშ-ში ქართული ღვინის ბარი გაიხსნება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის დიდი სარეკლამო აქტივობა იგეგმება. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ვაშინგტონში ქართული ღვინის ბარი გაიხსნება, სადაც ქართული ღვინოები გამოიფინება. პრეზიდენტის განმარტებითვე, ამერიკის ბაზარი ძალიან დიდი და სტრატეგიულია ღვინის ექსპორტისთვის. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არის რეალური შესაძლებლობა, რომ ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე 10-დან 15 მილიონ ბოთლამდე გაიყიდოს. პარალელურად ოქტომბერში კახეთში უცხოელი მეღვინეები ჩამოვლენ და ქართული ყურძნის ჯიშებს გაეცნობიან. შეგახსენებთ: ოქტომბერში წინანდალში ღვინის ინსტიტუტის დაფუძნება იგეგმება.

კომენტარი