სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეიდან მომხმარებლები წყლის საფასურს ხელზე აღარ გადაიხდიან

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან თითოეულ აბონენტს შესაძლებლობა ექნება, დარიცხული თანხა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, "ლიბერთი ბანკისა" და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გადაიხადოს. მოქალაქეს სასმელი წყლის საფასურის გადახდა კომპანიის ადგილობრივ სერვის-ცენტრშიც შეუძლია.

"თანხის ხელზე აღება მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება, მაგრამ თან ახლავს გარკვეული რისკი. გარდა ამისა, კომპანიის სერვის-ცენტრში მისვლით აბონენტი უფრო დეტალურ და დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებს და ამასთან, აქვე სხვა პრობლემების მოგვარებაც შეეძლება", - განმარტავენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100