სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Google TV-მ ამერიკაში წარმატება ვერ მოიპოვა

Google TV-ს პლატფორმა, რომელიც ინტერნეტ-რესურსების ხელმისაწვდომობას ტელევიზორების მეშვეობით შეძლებს, ევროპაში 2012 წელს გამოჩნდება. ამერიკაში მას დიდი წარმატება არ ჰქონია. ამას კორპორაცია აღიარებს, მაგრამ სერვისის გაუმჯობესების პირობასაც იძლევა.

Google TV -ის ინტერაქტიური ტელევიზიის სერვისის წყალობით, მომხმარებელი ტელევიზორში ვიდეოებს YouTube-დან და სხვა საიტებიდან ნახავს. ასევე, Chrome ბრაუზერის მეშვეობით ნებისმიერ ვებ-გვერდს მოინახულებს. ამ პლატფორმისთვის სპეციალური, გრაფიკული ინტერფეისი შეიმუშავეს, რომლიც ჩანაწერში არსებულ ფილმებისა და გადაცემების გარდა, მომხმარებლებს სატელიტით თუ საკაბელო ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გასულ პროგრამების ყურების საშუალებასაც მისცემს.კომპანიები Sony და Logitech-ი

Google TV-თვის სპეციალურ ტელევიზორებს დაამზადებენ. პლატფორმა მობილური ტექნიკისთვის განკუთვნილი ანდროიდ სისტემით იმუშავებს. პულტის ფუნქციას სმართფონი შეასრულებს.„გუგლის“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის ერიკ შმიდტის განცხადებით, Google TV -ის შესაძლებლობები პრაქტიკულად, ტელევიზორების ყველა მწარმოებელმა აღიარა და მას უკვე სერიოზულ კონკურენტადაც მიიჩნევენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100