სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“გუბაზეულიჰესი 6”-ს თურქული კომპანია ააშენებს

ჰიდროელექტროსადგურ “გუბაზეულიჰესი 6”-ს თურქული კომპანია ააშენებს. ჰესის მშენებლობაზე მემორანდუმი საქართველოს მთავრობას, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და ინვესტორს შორის უკვე გაფორმდა.

3 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „გუბაზეულიჰესი 6“ გურიის რეგიონში, მდინარე გუბაზეულზე აშენდება. ჰესის საინვესტიციო ღირებულება 4,5 მილიონი დოლარია, ხოლო წლიური გამომუშავება 20 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს. ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2013 წლის დეკემბერში დასრულდება. “გუბაზეულიჰესი 6” ექსპლუატაციაში 2014 წლის იანვარში ჩაეშვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100