საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარადჭერას განაგრძობს

თბილისი, 21 სექტემბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ადგილობრივი ბიზნესის ლარის რესურსით დაფინანსების შესახებ. ბანკმა, 220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD-ისგან) მოიპოვა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მოახმარს. საქართველოს ბანკის „ევროპული ბიზნესსესხი“ - ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ და განვითარონ თავიანთი ბიზნესი.

მნიშვნელოვანია, „ევროპული ბიზნესსესხის“ პირობები, რადგან მეტი სტიმულისთვის აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობისას, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით). „ევროპული ბიზნესსესხის“ ვადა 5 წლამდეა, სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7.5 000 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება.

ადგილობრივ ბიზნეს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა. განაახლონ კომპანიის ავტოპარკი. გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებმა დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარი.

„ევროპული ბიზნესსესხის“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით სრულიად უფასოდ და მიიღონ მხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.3%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 33.2%) მიხედვით (2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 266 სერვისცენტრის, 753 ბანკომატისა და 2,627 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge ევროპის რეკონსტრუცქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი), რომელსაც ფლობს 65 ქვეყანა და ორი სამთავრობათაშორისი დაწესებულება, მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს ინტერნეტში, ან სოციალურ ქსელებში Facebook და Twitter. ევროპის კავშირი შედგება 28 წევრი სახელმწიფოსგან, რომლებმაც გადაწყვიტეს ეტაპობრივად დაეკავშირებინათ ერთმანეთთან საკუთარი ტექნიკური ცოდნა, რესურსები და ბედი. ერთად, გაფართოების 60 წლიან პერიოდში, მათ მოახერხეს სტაბილური, დემოკრატიული და მდგრადი განვითარების მქონე ზონის შექმნა და იმავდროულად შეინარჩუნეს კულტურული მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და თავისუფლება. ევროკავშირს ვალდებულება აქვს ნაკისრი ამ მიღწევებისა და ფასეულობების გაზიარებაზე მის საზღცრებს გარეთ ქვეყნებსა და ერებთან.

კომენტარი