გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ობლიგაციები განათავსა

თბილისი, 5 ავისტო, 2016 - სს გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 60 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით განთავსების შესახებ განაცხადა. ობლიგაციების ვადა 5 წელია და განთავსება მცურავი განაკვეთით მოხდა,საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატისგანაკვეთში. განთავსების ერთადერთი აგენტი გალტ ენდ თაგარტია.

„მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტ -ის როლი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. გალტ ენდ თაგარტი უკვე არისამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, როგორც საერთაშორისო საფინანსოინსტიტუტებისთვის, ასევე მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენკაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო ფინანსურები ინსტიტუტების ობლიგაციები გალტ ენდ თაგარტის მიერ მესამედ განთავსდა, გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა კი 231 მილიონი ლარია“ განაცხადა „გალტ ენდ თაგარტ“ -ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.


###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია, რომელმაც თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა კომპანიამ საქართველოში ინვესტიციების მართვის სფეროში. მისი საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვას, კვლევებსა და საბროკერო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

კომენტარი