40 000 ლარამდე უგირავნო ბიზნესსესხი თიბისი ბანკისგან

თიბისი ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მომხმარებელს უპრეცედენტო პროდუქტს - 40 000 ლარამდე უგირავნო ბიზნესსესხს სთავაზობს.

თიბისი ბანკი საქართველოს ბაზარზე პირველი კომერციული ბანკია, რომელიც მომხმარებლებს მათი მოთხოვნიდან გამომდინარე, 40 000 ლარამდე სესხს გამარტივებულად, ყოველგვარი უზურნველყოფის გარეშე სთავაზობს.

უგირავნო ბიზნესსესხის აღებით დაინტერესებულმა პირებმა თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან სერვის-ცენტრს უნდა მიაკითხონ და განაცხადი დააფიქსირონ. სესხით სარგებლობა შეუძლით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიუდიულ პირებს.

თიბისი ბანკის უგირავნო სესხის დაფარვის ვადა 4 წლამდე პერიოდშია შესაძლებელი, მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

უგირავნო ბიზნესსესხთან დაკავშირებით განაცხადის შევსება დაინტერესებულ პირებს თიბისი ბანკის ვებ-გვერდზეც http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/business-loan-lead შეუძლიათ. ამისათვის მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაფიქსირებაა საკმარისი. განაცხადის შევსებიდან უახლოეს პერიოდში მომხმარებელს თიბისი ბანკის წარმომადგენელი დაუკავშირდება.

კომენტარი