„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ ღია კარის დღე გამართა

თბილისი, 20 ივნისი, 2015 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ მომავალი მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღე გამართა. აბიტურიენტებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ფინანსებში (MBA) უნივერსიტეტის რექტორმა წარუდგინა.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ წელს 50 სტუდენტს მიიღებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამზე ფინანსებში. აღნიშნული პროგრამა 2 წლიანია და სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს, მათ შორის: დასავლური განათლების მიღების და სწავლის სრულად დაფინანსების შესაძლებლობა, კარიერული წინსვლისა და უკეთესი პირობებით დასაქმების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი აგებულია პრაქტიკისა და თეორიის საუკეთესო ბალანსზე, სტუდენტებს საშუალება აქვთ კონტაქტები დაამყარონ წარმატებულ ადამიანებთან.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს დაფინანსების ან სწავლის საფასურის გადახდის უნიკალურ პირობებს სთავაზობს. მიღებული სტუდენტების საუკეთესო 10 სტუდენტი სრულ სტიპენდიას მიიღებს და არ გადაიხდის სწავლის საფახურს, შემდეგი საუკეთესო 20 სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას დაიწყებს სწავლის დასრულებიდან 1 წელიწადში და გადასახადი გადანაწილდება 4 წელზე. ყველა ჩარიცხულ სტუდენტს აქვს შანსი სწავლის განმავლობაში მიიღოს 100%-იანი დაფინანსება ან მოიპოვოს უფლება გადასახადი გადაიხადოს მას შემდეგ, რაც დაასრულებს სწავლას.
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტმა“ 2 წლის განმავლობაში ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ფინანსებში 78 სტუდენტი მიიღო. აქედან 80%-მა უკვე ისარგებლა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში მოქმედი დაფინანსებით. წელს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს 40-მდე წარმატებული კუსრდამთავრებული ეყოლება. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტების 90%-ი დასაქმებულია და წამყვან კომპანიებში, მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეწვიეთ: www.mba.edu.ge
###

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი განათლებისა და სასერტიფიკატო პროგრამების, ასევე ტრენინგების ფართო არჩევანს, მისი ბიზნესის სკოლისა და ტრენინგ ცენტრის მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge


კომენტარი