სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი კომპანია Dgiurad.ge შემოვიდა

უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ვებგვერდი www.dgiurad.ge გამოჩნდა. კომპანიას განსხვავებული ნიშა აქვს და მომხმარებლებს დღიურად და საათობრივად გასაქირავებელ ბინებს სთავაზობს. ვებგვერდზე განთავსებულია განცხადებები მთელი საქართველოს მასშტაბით. ბინის ქირაობით დაინტერესებულ პირებს მარტივად შეუძლიათ მოიძიონ სასურველი სახლი თუ აპარტამენტი, დაზოგონ დრო და ერთ სივრცეში გაეცნონ საჭირო ინფორმაციას. განსხვავებით სხვა ვებგვერდებისგან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ მხოლოდ ერთ ღილაკზე დაჭერით, უფრო მარტივად და სწრაფად იპოვონ ბინა სპეციალურად წვეულებისთვის. ამ სერვისით ვებგვერდი გამოირჩევა სხვა მსგავსი საიტებისგან.

ვებგვერდზე განცხადებების განთავსება უფასოა. ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მარტივად შეუძლია რეგისტრაციის გავლა და ულიმიტო რაოდენობის განცხადებების დამატება. სტანდარტული სერვისის გარდა, მომხმარებლებს VIP და სუპერ VIP განცხადებების განთავსების საშუალებაც აქვთ. სუპერ VIP განცხადებები წარმოდგენილია ვებგვერდის დასაწყისში, მომხმარებლებისთვის თვალშისაცემ ადგილას. სტანდარტული განცხადებები კი ქალაქის და უბნის არჩევის შემდეგ იძებნება. განცხადების დამატებისთვის აუცილებელი პირობაა რუქის მონიშვნა. სპეციალური სისტემა კი ზუსტად უთითებს ქუჩის მდებარეობას, რაც მომხმარებელს უადვილებს სასურველი ადგილის მარტივად პოვნას.

www.dgiurad.ge მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მოიძიონ განცხადებები სხვადასხვა ქალაქსა და უბანში ერთდროულად. მაგალითად; თუკი დასვენებას გეგმავთ მთის კურორტზე და გაინტერესებთ რა ფასებია ბაკურიანსა და გუდაურში, აირჩევთ ორივე ქალაქს ერთდროულად და მარტივად იპოვით თქვენთვის სასურველ ბინას.

მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვებგვერდის სწრაფი და კომფორტული მობილური ვერსია. ეწვიეთ ვებგვერდს dgiurad.ge, იქირავეთ ბინა დღიურად ან საათობრივი გადახდით, დაზოგეთ დრო და ხარჯები. ისარგებლეთ უფასო სერვისით და დაამატეთ გასაქირავებელი ობიექტი მარტივად. მოიძიეთ სასურველი განცხადება ერთ სივრცეში. თვალი ადევნეთ კომპანიის ფეისბუქ გვერდს https://www.facebook.com/dgiurad.ge და შეიტყვეთ მეტი. ბინები დღიურად - მეტი კომფორტისთვის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100