სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნეს კაფეს რიგით მესამე შეხვედრა

საკონსულტაციო კომპანია ინსორსი, პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით, აგრძელებს "ბიზნესკაფეს" შეხვედრებს.17 თებერვალს, სასტუმრო "რუმსში", რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა სპეციალურად მოწვეულ კონსულტანტ ანდრო დგებუაძეს მოუსმინეს. შეხვედის თემა იყო „მენეჯმენტი 3.0 ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები.“

ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა და მისი თემა ადამიანური რესურსების მართვას ეხებოდა, მოდერატორად კი დავით გოგიჩაიშვილი იყო მოწვეული; ხოლო მეორე შეხვედრას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა თემით „ორგანიზაციული კულტურა“.

პროექტის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, რადგან ბიზნეს კაფემ საშუალება მისცა, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მმართველებს თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში. 2016 წელს ინსორსი პაშა ბანკის მხარდაჭერით 6 შეხვედრას ჩაატარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100