„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგი იწყება

თბილისი, 9 თებერვალი, 2016 – „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ აცხადებს ფინანსების მართვის კურსის არაფინანსისტებისთვის, დაწყების შესახებ. ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვინც არის მენეჯერულ პოზიციაზე, ან ფლობს საკუთარ ბიზნესს და აინტერესებს რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს მის ორგანიზაციაში ფინანსური პროცესი; მათთვის ვისაც სურს ზუსტად ესმოდეს რა სურთ ფინანსისტებს და თვლის, რომ კარიერული ზრდისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნა აუცილებელია;

ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ფინანსების საბაზისო საკითხებს და კონცეფციებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. ტრენინგი დაიწყება 29 თებერვალს და 15 აპრილს დასრულდება. ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს და პარასკევს, 19:00-იდან 22:00 საათამდე. ტრენინგზე დარეგისტრირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ training@bog.edu.ge -ზე გააგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი, ან დარეგისტრირდნენ ონლაინ აღნიშნულ მისამართზე: www.bog.edu.ge. არაფინანსისტებისთვის ფინანსების მართვის შესახებ ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 თებერვალი.

###

საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ:

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“, ქყვენაში წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის, საქართველოს ბანკის მიერ დაარსებული ავტორიზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ სტუდენტებს, მომხმარებლებსა და თანამშრომლებს სთავაზობს უმაღლესი, პროფესიული და სასერტიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს, მისი ბიზნესის სკოლის, სასერტიფიკატო სწავლების და პროფესიული განათლების მხარდაჭერის ცენტრების მეშვეობით. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ მსმენელებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ სრული სტიპენდია მაგისტრატურაზე ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით ფინანსებში, ასევე ისარგებლონ უპროცენტო გრძელვადიანი დაფინანსებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.bog.edu.ge

კომენტარი