სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის განახლებული VIP (ვიაიპი) ოფისი გაიხსნა

პერსონალური საბანკო მომსახურების განახლებული ოფისი უკვე გაიხსნა მარჯანიშვილის 7 ნომერში, თიბისი ბანკის სათაო ოფისში. ოფისის ინტერიერი ძალიან მყუდროა, ბანკის VIP მომხმარებლებს შეუძლიათ დაისვენონ და პარალელურად თავიანთი ფინანსური და საბანკო საქმეები მოაგვარონ. ამაში მათ მაღალკვალიფიციურიპირადი ბანკირები ეხმარებიან, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და კონფიდენციალობის სრული დაცვით, მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად უწევენ მათ მომსახურებას. განახლებულ ოფისში ყველა დეტალი მომხმარებლის კომფორტისთვისაა შექმნილი, მათ შორის ინვენტარიც, რომელიც ნატურალური მასალისგანაა დამზადებული. ახალ დიზაინზე კომპანია „ოპერა დიზაინმა“, კერძოდ ქართველმა არქიტექტორმა, ლევან მუშკუდიანმა იმუშავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100