Express Bank-ი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას

თბილისი, 24 დეკემბერი, 2015 – Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა, დღეს ბათუმსა და ქობულეთში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები გახსნა. Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები მომხმარებელს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის 68 ნომერში და ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩის 1-ელ ნომერში მოემსახურება. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელი მარტივად შეასრულებს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაციას, ასევე ისარგებლებს Express კრედიტითა და Express ანაბრით.

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 110-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge

###

Express Bank-ის შესახებ:

Express Bank-ი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ბანკია საქართველოში. Express Bank-ი მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე აუცილებელ საბანკო პროდუქტებს, რომლებიც, ამავე დროს, მარტივი მისაღებია, ადვილი გამოსაყნებელი და ხელმისაწვდომი. Express Bank-ი ეხმარება მომხმარებელს საბანკო ისტორიის შექმნაში, რაც, მომავალში, მას მეტ შესაძლებლობას გაუხსნის. Express Bank-ი მომხმარებელს საბანკო მომსახურებას სთავაზობს 110-ზე მეტი სერვისცენტრის მეშვეობით მთელს საქართველოში, ისევე როგორც დისტანციური საბანკო მომსახურების არხებით. შედეგად მომხმარებელს ძირითადი საბანკო მომსახურების მიღება პრაქტიკულად ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობისთვის, გახანგრძლივებულია Express Bank-ის სერვისცენტრების მუშაობის საათებიც.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.ebank.ge


კომენტარი