სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ლარში დენომინირებული 2 წლიანი ობლიგაციები განათავსეს

თბილისი, 10დეკემბერი, 2015 - სს „გალტ & თაგარტმა“ და „პაშა ბანკმა“,შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) 6,000,000 ლარის ღირებულების ობლიგაციებისწარმატებით გამოშვება უზრუნველყვეს. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად: ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 7.5%-იანი მარჟა.შესაბამისად, ობლიგაციის ეფექტური ღირებულება, დღეის მდგომარეობით, შეადგენს წლიურ 15%-ს და გადახდა განხორციელდება ყოველკვარტალურად. განთავსების აგენტები, „პაშა ბანკი“ და „გალტ &თაგარტი“, უზრუნველყოფენ, რომ GWP-ის ობლიგაციები დაშვებულ იქნეს საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

„ფაქტიადღეს უფრო მეტი ფინანსური ინსტიტუტი გამოხატავს მზადყოფნას, რომ სახსრები დააბანდოს ჩვენს კომპანიაში, რადგან სანდოობა კომპანიის მიმართ გაზრდილია - ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც, რომელიც, სულ ახლახან, მიენიჭა GWP-ს“, - განაცხადა„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არსებითია საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია. GWP-თვის ეს უკვე ობლიგაციების ემისიის მეორე რაუნდია, ამჯერად უკვე 6 მლნ ლარზე, და გამოშვებული ობლიგაციები სრული მოცულობით თავსდება. პირველად, ობლიგაციების განთავსება მიმდინარე წლის აგვისტოში, 2.6 მლნ ლარის ოდენობით მოხდა. GWP-ის ახალი მენეჯმენტი მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან და ფონდებთან იმისთვის, რომ განხორციელდეს ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებისთვის“, - აღნიშნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი ვახტანგიშვილმა.

„პაშა ბანკი“ აზერბაიჯანში ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე ფინანსური ინსტიტუტია და საქართველოშიც, ამ მიმართულებით ბაზრის განსავითარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. მაისში ჩვენ უზრუნველვყავით ფინკა ბანკის 20,000,000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების განთავსება და მოხარულნი ვართ, რომ ამჯერად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობაც ასევე წარმატებით შედგა. აღნიშნული თანამშრომლობით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარეთ უკვე არსებული პარტნიორობა GWP-ისთან, რასაც საფუძველი მიმდინარე წლის მარტში ჩაეყარა, როდესაც „პაშა ბანკმა“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" და „რუსთავის წყალი“ 22.5 მლნ ლარის ოდენობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყო”, - განაცხადა „პაშა ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა.

„მოხარულივარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით კიდევ ერთი ქართული კომპანიის ობლიგაციები წარმატებით განთავსდა. „გალტ & თაგარტმა“ უკვეხელი შეუწყო,ჯამში, 100 მლნ ლარის მოცულობის ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებას, რითაც მხარს უჭერს საქართველოში კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას და კომპანიებისთვის - მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფინანსურ რესურსზე წვდომას. ამ დროისთვის,„გალტ & თაგარტი“,საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია GWP-ს“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:www.gt.ge

პაშა ბანკის შესახებ:

პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს.

პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს.

პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს.

პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15. www.pashabank.ge

GWP-ის შესახებ:

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. კომპანია თბილისის მოსახლეობას, სახელმწიფო დაწესებულებებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს. დედაქალაქის წყალმომარაგებასა და წყალარინების მომსახურებაზე კომპანიის 2300-მდე თანამშრომელი ზრუნავს.„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, ქალაქის მასშტაბით, 460 000 აბონენტს ემსახურება, მათშორის 441 000 საყოფაცხოვრებოდა 19 000 არასაყოფაცხოვრებო აბონენტია .www.gwp.ge

კომენტარი