სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დაჯილდოვდ

მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალებმა, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) თიბისი ბანკი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის უკვე მეორედ დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკი მხოლოდ ორჯერ იყო წარდგენილი ამ კონკურსზე და ორჯერვე თიბისი ბანკმა მოიპოვა ჯილდო საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის.

კონკურსში 63 ქვეყნიდან 130 განაცხადი შევიდა. საუკეთესო ბანკები, ქვეყნების მასშტაბით, პერსონალური საბანკო მომსახურების სფეროს 15 ექსპერტის გადაწყვეტილებით შეირჩა.

ჯილდო თიბისი ბანკმა პერსონალური მომსახურების სფეროში თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობებისა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლოში ბაზარზე წარმატებული გაფართოებისთვის მოიპოვა.

„ საამაყოა ასეთი საპატიო ჯილდოს მიღება. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ წლიდან წლამდე წარმატებულად ვაგრძელებთ პერსონალური საბანკო მომსახურების განვითარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდს, რომლებმაც ძლიერი ბრენდის შექმნაში, მომხმარებლებთან ურთიერთობასა და ბაზარზე წამყვანი კერძო საბანკო მომსახურების შეთავაზებაში დიდი წვლილი შეიტანეს“. - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მსოფლიოს ავტორიტეტული ფინანსური ჟურნალების, „The Banker’’ და „Professional Wealth Management“ (PWM) ჯილდო ყოველწლიურია და ის იმ საბანკო სექტორის ლიდერებს გადაეცემათ, რომლებიც ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში ან მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100