სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის ჯენერიკ მედიკამენტები - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება მოსახლეობას

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. ამასთან, მიაჩნიათ, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს. თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებლია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

და მაინც რა არის ჯენერიკი და რით განსხვდება ბრენდულ მედიკამენტისგან?

ფარმაციაში "ორიგინალური ბრენდი - ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები დაცულია პატენტით. მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს ამ კატეგორიის წამლების სიძვირეს. საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებასაც ეძლევათ და ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას და საკმარისია დადასტურებული იქნას მათი ბიოექვივალენტობა შესაბამის რეფერენს-პრეპარატთან. შემდეგ იქმნება უკვე მეორე რიგის ჯენერიკები, მესამე და ..

დღეს, ამ მიმართულებით, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია, შესაბამისად სპეციალისტები სამინსიტროს სპციალური საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას ურჩევენ.

რა არის ჯენერიკ მედიკამენტები - ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას განუმარტავს:

"ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა რას ნიშნავს ჯენერიკ მედიკამენტები. ეს არის მედიკამენტები, რომლის საწყისი აქტიური ნივთიერება თავიდან იყო ბრენდი. როგორც წესი, 15 წლის განმავლობაში საავტორო უფლება ჰქონდა აღმომჩენელს და მწარმოებელს. მისი გასაყიდი ფასი იყო ძალიან მაღალი", - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით "რადგან თავის დროზე ამ მედიკამეტის კვლევაში და დახვეწაში იხარჯება ბევრი ფული, ხოლო ამ 15 წლიანი პერიოდი გავლის მერე ზუსტად იგივე ქიმიური ნივთიერება ხდება ბევრად უფრო იაფი და მიწვდომადი, თუმცა აქ დგება სხვა საკითხი. რადგან ისეთი მკაცრი მოთხოვნები არ აქვს ჯენერიკების წარმოებას არ დადგეს საკითხი ხარისხის გაუარესებაზე.

მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ მივესალმები ჯენერიკების სპექტრის მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაფართოებას, რადგან ეს არის ხარჯთეფექტური ნაბიჯი და ასევე ვზრუნავთ იმაზე, რომ საქართველოში შეიქმნას მედიკამენტების კონტროლის გამართული სისტემა, რომელიც დაგვიცავს დაბალი ხარისხის მედიკამენტების მიღებისგან", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "გლობალური ალიანსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, თბილისში კონფერენციაზე "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში - საქართველო და მსოფლიო" ქართველ მედიკოსებთან და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში ჯენერიკ პრეპარატები მოსახლეობას დაბალ ფასად შესთავაზონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობასა და მათი სეგმენტის გაფართოებას გულისხმობს, მიესალმება, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება,რაც მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100