სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ეარ ასტანა“ საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს

ყაზახეთის ავიაკომპანია ,,ეარ ასტანა“, საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით დღეს თბილისში, სასტუმრო ,,რედისონში“ მიღებას გამართავს. პირველი რეისი, ალმა-ატა-თბილისის მიმართულებით, აღნიშნულმა კომპანიამ, მიმდინარე წლის 2 ივნისს შეასრულა. ავიარეისი კვირაში სამჯერ: ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს სრულდება. თბილისი-ალმა-ატა-თბილისის ეკონომკლასის ბილეთის ფასი 150, ხოლო ბიზნესკლასის —515 ევროა.

როგორც თბილისის აეროპორტში აცხადებენ, აქამდე ასტანასა და აქტაუს მიმართულებით ავიარეისებს, კომპანია ,,სკატი“ ასრულებდა, ალმა-ატას მიმართულებით პირდაპირი რეისი კი არ სრულდებოდა.

თუმცა იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტებისა და ბიზნესმენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ორ ქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება აუცილებელი გახდა.

დღეისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, მთავრობის, ქართული და ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები არიან მიწვეულნი. ,,ეარ ასტანას“ ხელმძღვანელობა მათ კომპანიის მიერ საქართველოში დაწყებული საქმიანობის პირველ შედეგებს გააცნობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100