სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სს „გალთ & თაგარტმა“ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „საქსო ბანკთან“საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე

თბილისი, 12 ოქტომბერი, 2015 - სს „გალტ& თაგარტმა“ („გალტ& თაგარტი“) და Saxo Bank-მა („საქსო ბანკი“) განაცხადეს საქართველოში ექსკლუზიური პარტნიორობის თაობაზე ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. ხსენებული ექსკლუზიური პარტნიორობა შესაძლებლობას მიცემს„გალტ& თაგარტის“ კლიენტებს პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში განახორციელონ ინვესტიციები გლობალურ ფასიან ქაღალდებში და ივაჭრონ წამყვანი კორპორაციების აქციებით. ახალი შეთავაზება ხელმისაწვდომი გახდება2015 წლის ნოემბერში და უზრუნველყოფს კლიენტების მოქნილდა უსაფრთხო ვაჭრობას, გლობალური ფინანსური ინსტრუმენტებით.

„საქართველოს ბანკის“ შვილობილი, „გალტ& თაგარტი“ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციებისმართვისმომსახურების სფეროში. „გალტ& თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალური ბაზრების განვითარების მიმართულებით.

„საქსო ბანკი“, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს კოპენჰაგენში, დაარსდა 1992 წელს და წარმოადგენს „საქსო ბანკის ჯგუფის“ ინსტიტუციონალურ მიმართულებას. „საქსო ბანკი“უზრუნველყოფს პარტნიორ ორგანიზაციებს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო ტექნოლოგიებით და თავაზობს მოქნილ საბროკერო მომსახურებას. „საქსო ბანკი“ ემსახურება კლიენტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გლობალურად 26 ოფისის მეშვეობით, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, დანიასა და სინგაპურში.

„ჩვენ მოხარულები ვართ „საქსო ბანკთან“საქართველოს ფარგლებში ექსკლუზიური თანამშრომლობის დაწყებით, რაც „გალტ& თაგარტის“კლიენტებს, საქართველოში პირველად, შესაძლებლობას მიცემს განახორციელონ ინვესტიციები საერთშორისო ბირჟებზე, კორპორაციების აქციებსა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში, თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და უსაფრთხოდ. დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი შეთავაზების შედეგად,„გალტ& თაგარტის“ საბროკერო მომსახურება გახდება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი, მოქნილი და გლობალური. მოუთმენლად ველით ახალი შეთავაზების დეტალების გაცხადებას მიმდინარე წლის ნოემბერში“ განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, „გალტ& თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.​

​###

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

SAXO BANK-ის შესახებ:

„საქსო ბანკი“ მრავალისახეობის აქტივებით ონლაინ ვაჭრობისა და საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც კერძო ინვესტორებსა და ინსტიტუციონალურ კლიენტებს თავაზობს ტრეიდინგისა და საინვესტიციო სტრატეგიების განხორციელებისთვის საჭირო ყველა მეთოდს. კომპანიის ფინანსური საზოგადოებრივი პორტალი TradingFloor.com, მრავალი ტიპის აქტივებით სოციალური ვაჭრობის პირველი პლატფორმაა. „საქსო ბანკი“ სრულად ლიცენზირებული და რეგულირებული ევროპული ბანკია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ივაჭროს სხვადასხვა ფინანსური ქაღალდებითა და დერივატივებით, Saxo Trader დაSaxoTraderGo პლატფორმების მეშვეობით. „საქსო ბანკი“ ასევე თავაზობს პროფესიონალური პორტფოლიოსა და ფონდის მართვის, ისევე როგორც ტრადიციულ საბანკო მომსახურებას SaxoPrivatbank-ის მეშვეობით. „საქსო ბანკი“ დაარსდა 1992 წელს, მთავარი ოფისით კოპენჰაგენში და ოფისები აქვს 26 ქვეყანაში ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.saxobank.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100