თიბისი ბანკი სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს

9 ოქტომბერს, 12:00-ზე, თიბისი ბანკი ცენტრალურ ოფისში (ჭავჭავაძის #11-ში) სტუმრებს განახლებულ იპოთეკურ ცენტრს წარუდგენს.

კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო ფართო და მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი.

თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე,ისარგებლოსკონსულტანტის რჩევებით,შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.

მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნაიპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც. (http://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/mortgage-center-projects).დღეიდან,დაინტერესებულ პირებს იპოთეკურ ცენტრში მისვლის გარეშე, ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე დეტალური ინფორმაციისა და ფოტომასალის ნახვა ონლაინ შეუძლიათ. ხოლო მათ, ვისაც დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, იპოთეკური ცენტრისმენეჯერი სატელეფონო ზარის საშუალებით დაეხმარება. ამისათვისონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა.

თიბისი ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრში, თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.

კომენტარი