С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ნიშნავს რომ საქართველოში C ჰეპატიტიანი, კონკრეტულად კი „ქართული“ დაინფიცირებით აღარ გვეყოლება

საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა და პრევენცია მიმდინარეობს. პროგრამა უპრეცენდენტოა. პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის" ელიმინაცია საქართველოში და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.

პროგრამასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, ბოქსირებული განყოფილების გამგეს მარინა ენდელაძეს ვესაუბრეთ.

„ელიმინაციის პროგრამა არის ჩვენი მთავრობის ძალიან დიდი მიღწევა. ეს არის შემთხვევა, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადრირებული წამლით ხდება დაავადების მკურნალობა და თან ეს ხდება პაციენტისთვის უფასოდ. ეს არის არაჩვეულებრივი. ხუთი წლის წინ ეს მედიკამენტი არ არსებობდა. ვმკურნალობდით სხვა მედიკამენტით. მასაც ჰქონდა შედეგები, რასაკვირველია, თუმცა ახალ წამალს თითქმის 100%-იანი შედეგი აქვს და არის ძალიან კარგი. იმ პაციენტებში, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროექტში და ჩაუტარდათ ერთთვიანი მკურნალობის კურსი, მოხდა ან გაქრობა ვირუსის, ან მისი დონე არის საგრძნობლად შემცირებული. ამ პროგრამის მართებულობასა და სარგებლიანობაში ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება, იმდენად უმნიშვნელოვანესი პროგრამაა“, – აცხადებს მარინა ენდეალძე.

აშშ–ში, რამდენადაც ცნობილია, 200 000 დოლარამდე ჯდება მკურნალობის ეს კურსი. ეს არის სადღეისოდ ყველაზე შედეგიანი მკურნალობა და შესაბამისად, ყველაზე ძვირადღირებული. ჩვენთან კი მოხერხდა ისე, რომ ეს ყველაფერი არის უფასო“, – ხაზგასმით აღნიშნავს მედიკოსი.

პროგრამა რამდენიმეწლიანია და გულისხმობს ჰეპატიტის ელიმინაციას (აღმოფხვრას). ელიმინაცია სრულ გაქრობას არ ნიშნავს. ეს გულისხმობს, რომ C ჰეპატიტიანი პაციენტი საქართველოში, პრაქტიკულად, აღარ უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ან ორი დაავადებული არ აღმოჩნდება, საზღვარგარეთ არ დაინფიცირდებიან და ა.შ. მაგრამ თუ ყველა ჩაიტარებს ამ მკურნალობას, ეს იწვევს ვირუსისგან თითქმის სრულ გათავისუფლებას და გამოდის, რომ საქართველოში С ჰეპატიტიანი, კონკრეტულად კი „ქართული“ დაინფიცირებით, პაციენტი აღარ გვეყოლება“ – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

კომენტარი