სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კინო რეგიონებში

ეროვნული კინოცენტრის და კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება. ამასთან დაკავშირებით, 22 ივლისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული კინოცენტრის რეგიონალური პროექტების დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ჩლაიძემკულტურის სამინისტროში 12 საათზე პრესკონფერენცია გამართეს.

დიდიპაუზის შემდეგ პირველად, 23 ივლისისდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონშიწარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავენ.

კინოჩვენებები გაიმართება კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ აღჭურვილია ეკრანებითა და პროექტორებით.

რეგიონებში მაყურებელს მიეცემა შანსი დიდ ეკრანზე ნახოს ბოლო წლებში გადაღებული ქართული ფილმები.

23 ივლისდან ყოველ ხუთშაბათს ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაშიექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული ფილმები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე და რომელთა ნაწილსაც ჯერ არ იცნობს ფართო აუდიტორია.

ფილმების სია

1. „კრედიტის ლიმიტი“ - რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი

2. „მანდარინები“ - რეჟ. ზაზა ურუშაძე

3. „გრძელი ნათელი დღეები“ - რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი

4. „მე ვარ ბესო“ - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე

5. „პატარძლები“ - რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი

6. „სიმინდის კუნძული“ – რეჟ. გიორგი ოვაშვილი

7. „შემთხვევითი პაემნები“ - რეჟ. ლევან კოღუაშვილი

8. „ყარასტანში დაკარგული“ - რეჟ. ბენ ჰოპკინსი

რეგიონების ჩამონათვალი

1. ფოთის ფოლკლორის ცენტრი

2. სსპი ხულოს თეატრი

3. მარტვილის კულტურის სახლი

4. გორის კულტურის ცენტრი

5. მარნეულის კულტურის სახლი

6. ყვარელის კულტურის სახლი

7. ბაღდადის კულტურის ცენტრი

8. კასპის კულტურის სახლი

9. ლანჩხუთის კულტურის ცენტრი

10. დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრი

11. ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი „სინემა“

12. თიანეთის კულტურის ცენტრი

13. ნინოწმინდის კულტურის სახლი

14. ონის კულტურის ცენტრი

15. ხარაგაულის კულტურის ცენტრი

16. დუშეთის კულტურის ცენტრი

17. შპს „საჩხერის კინო“

18. თელავი - ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლი

19. ხაშური - ხაშურის კულტურის ცენტრი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100