სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოუსმინე სიჩუმეს“ - ფილმი სიჩუმის სამყაროზე

რეჟისორი მარიამ ჭაჭია ახალ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. „მოუსმინე სიჩუმეს“ - ეს არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს. თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.

„მოუსმინე სიჩუმეს“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100