სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC ისტორიულ შენობას ყიდის

Droni.ge

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC საკუთარ, ისტორიულ შენობას ყიდის. კორპორაციის შენობა ლონდონის დასავლეთში მდებარეობს. ჟურნალისტების მიერ ოფისის დატოვების ბოლო ვადა კი 2015 წელს იწურება. კომპლექსი 1960 წელს გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში მასში ცნობილი შოუების გადაღება მიმდინარეობდა.

ამ ეტაპზე კი ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარე შენობაში BBC–ს ახალი ამბების სამსახური მუშაობს, მათ შორისაა რადიოსტუდიაც. კორპორაციის მფლობელებმა შენობა გასაყიდად 2007 წელს გამოიტანეს, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო, მედიაგიგანტის მთავარი შენობის გაყიდვა დროებით გადაიდო. უკვე ცნობილია ოფისი, სადაც „ბი ბი სი“–ს ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები იმუშავებენ. მანჩესტერთან ახლოს მდებარე შენობაში მედიასაშუალების თანამშრომელთა გადასვლა 2013 წელს იგეგმება. BBC-ს თანამშრომელთა ნაწილი კი ლონდონის ცენტრში, განახლებულ Broadcasting House–ში დაიდებს ბინას.

ლონდონის ცენტრში მდებარე შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც BBC–ს ახალი სახე გახდება, უკვე დასრულებულია. Broadcasting House–ი 1932 წელს გაიხსნა, თუმცა ბოლო წლებში აქ მასშტაბური რემონტი მიმდინარეობდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კორპორაციამ ახალი შენობის რეკონსტრუქციაში მილიარდი გირვანქა სტერლინგი ჩადო, თუმცა , ეს ციფრი ბოლომდე დაზუსტებული არ არის. შესაძლოა სამაუწყებლო კორპორაციის ახალი შენობის რეკონსტრუქციაში გაცილებით დიდი თანხა იყოს ჩადებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100