დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება“ინტერიერის დიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე, „m2 გალერეა“ გახსნა

თბილისი, 9ივნისი, 2015–დეველოპერული კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“, თბილისში, ქავთარაძის N1-ში,სრულიად ახალი კონცეფციის მქონე უნიკალური „m2 გალერეა“ გახსნა. „m2 გალერეაში“, 500კვ.მ.-ის ფართობზე განთავსებულია ინტერიერისდაიზაინის, სარემონტო მასალების შერჩევის, კონსულტაციისა და გაყიდვების ერთიანი სივრცე. ამავე სივრცეში, წარმოდგენილია დეველოპერული კომპანიის „m2 უძრავი ქონება“ მიმდინარე პროექტების მასალების საჩვენებელი სტენდები, საკონსულტაციო და მოსაცდელი ადგილები, დიზაინერების სამუშაო ზონები.„m2 გალერეაში“შესაძლებლია„m2“-ის პროექტებში ბინის შერჩევა, შეძენადა ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სწორედ აქ, თანამედროვე დიზაინით მოწყობილ სივრცეში, მიიღოს დიზაინერის მომსახურება და შეარჩიოს მასალები საკუთარი სახლისთვის.

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მუდმივად ცდილობს მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და შესთავაზოს ზუსტად ისეთი სერვისი, რომელიც მას ჭირდება. სწორედ ასეთია „m2 გალერეა“, სადაც მომხმარებელს დახვდება ნამდვილი საჩვენებელი ბინები, რეალურ ზომაში და რეალური ავეჯით მოწყობილი. მომხმარებელს საშუალება ექნება რეალობაში შეხედოს და აღიქვას, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი საკუთარი ბინა. ბინის მომავალი მფლობელი გაცილებით უკეთ შეაფასებს სივრცეს, რაც დაეხმარება მას ბინის ინტერიერის უკეთესად დაგეგმვაში. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ კი თავის მხრივ ზუსტად ასახავს ბინის მფლობელის სურვილებს ბინის გეგმარების და დიზაინის პროცესში.

„m2გალერეაში“, დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს -სხვადასხვა დროს, გალერეაში გამოიფინება ახალგაზრდა ფოტოხელოვანებისა და მხატვრების ნამუშევრები. „m2 გალერეის“ მომხმარებლები, მომსახურების მიღებასთან ერთად, გაეცნობიან და დაათვალიერებენ თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებს.„m2გალერეის“ გახსნასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ორი ქართველი ფოტოხელოვანის-გოგა ჩანადირისა და ირაკლი ბლუიშვილის ნამუშევრები იხილოს.

ამჟამად დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ პარალელურად 4-ი ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობასახორციელებს, ესენია: m2 ნუცუბიძეზე, m2 ყაზბეგზე, m2 თამარაშვილზე და ოპტიმა ისანი.

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიისm²მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნასუკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m²საქართველოში ამკვიდრებსხარისხიანი დაკომფორტულიცხოვრებისსტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს.დამატებითიინფორმაციისთვისეწვიეთ: www.m2.ge

კომენტარი