სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულმა კომპანიამ„m2უძრავი ქონება“ლონდონში გამართულ უძრავი ქონების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისი,4ივნისი, 2015–დეველოპერული კომპანიამ „m2უძრავი ქონება“განაცხადა ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, საქართველოს უძრავი ქონების შესახებ გამართულ ფორუმში მონაწილეობის მიღების შესახებ. დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ფორუმში მონაწილეობდა როგორც საქართველოს უძრავ სექტორში ერთერთი წამყვანი და წარმატებული კომპანია.უძრავი ქონების შესახებ ფორუმს 100-მდე ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენი ესწრებოდა, მათ შორის ბრიტანული და საერთაშორისო უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიები, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდები. დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონების სექტორში არსებული საინვესტიციო პროექტები გააცნო. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კომპანია m2-მა გამართა მიღება, სადაც განხილულ იქნა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

ფორუმი, საქართველოში უძრავი ქონებისა და სასტუმროების ბიზნესში საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და უძრავი ქონების კომერციული საკონსულტაციო კომპანიის “Cushman & Wakefield | Veritas Brown”-ის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100