ჟურნალი “ავერს" 11 წლისაა

11 ივნისს ჟურნალი “ავერსი~11 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს მართავს. უკვე 11 წელია ჟურნალი “ავერსი ყოველთვიურად გაცნობთ სამედიცინო სიახლეებს, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის უახლეს მეთოდებს, და რაც მთავარია, გირჩევთ, თუ როგორ შეინარჩუნოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

იუბილეზე მოწვეულნი არიანჟ ურნალის ყველაზე აქტიური მკითხველები, სამედიცინო საზოგადოება და ჟურნალისტები.

საიუბილეო საღამოზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება – ჟურნალი ყველაზე აქტიურ და ყველაზე ნორჩ მკითხველებს დააჯილდოვებს. სამახსოვრო პრიზები იმ მოწვეულ ექიმებსაც გადაეცემათ, რომლებიც ამ თერთმეტი წლის განმავლობაში ჟურნალთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ჟურნალი,,ავერსის 11 წლის მანძილზე უწევს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და სწორედ ამიტომ ამ დღეს ჟურნალი ,,ავერსი~ სპორტულ გასართობ ცენტრში აღნიშნავს.

კომენტარი